გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

30-07-2026

მესტიაში მდებარე სასტუმროფოსტაშიზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენსასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია.


როგორც გვანცა ფალიანი აღნიშნავს, სასტუმროს სტუმართა დიდი ნაწილი ძირითადად უცხოელები არიან. მიმდინარე სეზონზე სასტურმოს ვიზიტორების ძირითად ნაწილს უმეტესად, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოსული ტურისტები შეადგენენ.


თუკი 2025 წლის მაისში უკეთესი დინამიკა გვქონდა, წელს კი ივნისისა და ივლისის თვეები შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგებით ხასიათდება. აგვისტოშიც ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც არსებული ჯავშნების, ისე ახალი ნაკადების მიღებას ველოდებით,“ -  აცხადებს გვანცა ფალიანი.