გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

30-07-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო, არაგეგმურად შეამოწმეს.


ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა, კერძოდ, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.


ამავდროულად, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო , ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. ამავდროულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელ ხაზის - 15-01 საშუალებით.