გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ლოპოტა სპა რეზორტში“ საზაფხულო სეზონი სტაბილურად მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს

31-07-2026

კახეთის რეგიონში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ლოპოტა სპა რეზორტისკომერციული დირექტორის, მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, სასტურმო კომპლექსში, ტრადიციულად, მაღალი დატვირთულობა ფიქსირდება. ივლისის თვეში საშუალო მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწია.

 

როგორც მაკა ღლიღვაშვილი აღნიშნავს, წინასწარი ჯავშნების მიხედვით, აგვისტოს თვის დატვირთულობა უკვე 80%-მდეახოლო იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ვითარების ფონზე, სულ უფრო მკვიდრდება ბოლო წუთებში დაჯავშნის ტენდენციადატვირთულობის საბოლოო მაჩვენებელი, მოსალოდნელიაკიდევ უფრო გაიზარდოს.

 

მაკა ღლიღვაშვილი მიმდინარე სეზონზე საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ამახვილებს ყურადღებას. „ამ სეზონზე ვხედავთ უფრო დივერსიფიცირებულ ბაზრებს, ვიდრე იყო წინა წლებში. შიდა ტურისტების გარდა, ჩვენ გვყავს სტუმრები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდანევროპიდანაც არის ზრდა, მათ შორის ბრიტანეთიდან, და მთლიანობაში, ჩვენი სასტუმროს საერთაშორისო სტუმრების ეროვნული შემადგენლობა წელს გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე წინა წლებში.“  - აღნიშნავსლოპოტა სპა რეზორტის“  წარმომადგენელი.