31-07-2026
იმერეთში მდებარე “შატო ვარციხეში“ საზაფხულო ტურისტული სეზონი სტაბილურად მიმდინარეობს.
სასტუმროს წარმომადგენლის, ანი ქარციძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთნ შედარებით დატვირთულობა მნიშვნელოვნად არ განსხავდება, არსებული 70-80%-იანი მაჩვენებელი სასტუმროსთვის პოზიტიურ ტენდენციად შეიძლება შეფასდეს.
„დაახლოებით 70-80%-იანი დატვირთულობა გვაქვს და აგვისტოს თვის ჯავშნებიც კარგად მიდის - 25 ნომრიან სასტუმროში ჯავშნების დაახლოებით 60-70% უკვე შევსებულია. სტუმრების მოზიდვაში, ჩვენი სასტუმროს უპირატესობებთან ერთად, როგორიცაა მარანი, აუზები და ქუთაისის აეროპორტთან სიახლოვე, დიდ როლს თამაშობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებიც. განსაკუთრებით გამოვყოფდი გემოფესტს, რომელიც არამხოლოდ ჩვენს სასტუმროზე, მთლიანად ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესზე დადებითად აისახება“,- აცხადებს ანი ქარციძე.