გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

31-07-2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.


ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63 852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 864 ლარს შეადგენს.