გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

31-07-2026

იმერეთის რეგიონში,  ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  ტყესთან დაკავშირებული  სერვისების მიღების გამარტივების მიზნით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.


„შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ სატყეო სააგენტოს სერვისებით.  სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის  ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულებაა“, -  აღნიშნა  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.


ახალი ადმინისტრაციული  შენობები  აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში. ხოლო,  სამშენებლო-სარემონტო  სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში,  ასპინძაში, დუშეთში,  საჩხერესა და   ზესტაფონში.   რაც  შესაძლებლობას მისცემს როგორც  ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე,  კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.