გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებისთვის პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა

4-08-2026

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტმა, ბენუა გლაუდიმ, სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა.


ათი დღის განმავლობაში ლაბორატორიის თანამშრომლებმა პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიმართულებით ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის საკითხები შეისწავლეს და პრაქტიკული გამოცდილება გაიღრმავეს.


ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე კვლევითი მიდგომების გაცნობას, ახალი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვასა და ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობების გაძლიერებას.


საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და ევროკავშირის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას.