გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის მერი სოფელ მიქელწყაროში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

5-08-2026

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.


მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილე დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, სოფელ მიქელწყაროში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.


ამ ეტაპზე დასრულებულია ნაკადმიმმართველი ღარების მოწყობა, ხოლო გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი 3 208 გრძივ მეტრ გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები, შეკეთდება საკომუნიკაციო ჭები და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს.


პროექტი გარდამავალია და ცენტრალური ბიუჯეტისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.