გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც" კი წარმოუდგენელი რამ

6-08-2026

ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც" კი წარმოუდგენელი რამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ განცხადებას სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია.


„ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც" კი არის მართლა ამაზრზენი ასეთი განცხადების მოსმენა, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას. ეს არის „ნაცისგანაც" კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია. სამარცხვინოა, ამაზრზენია ეს რაც თქვა ამ კონკრეტულმა ნაციონალმა", - განაცხადა პრემიერმა.