გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს

7-08-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.


ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 46 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 10 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთ, 4 - სამცხე-ჯავახეთი, 1 - რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთი, 8 - ქვემო ქართლის რეგიონში4 - გურიაში, 4 -  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7 - კახეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.  


ასევე, სახელმწიფო ტყის  თვითნებურად დაკავების 5 ფაქტია გამოვლენილი:  მცხეთა-მთიანეთის,  გურიის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის  რეგიონებში.  ასევე გამოვლენილია 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში. 


ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი შვიდი თვის ანმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  439 ფაქტი.