გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ  ახასიათებს და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

8-08-2026

ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები.


„ქართველი ხალხი არ არის რუსოფობი. რუსოფობები არიან უცხოელი აგენტები. იყო სამი სხვადასხვა კამპანია. როდესაც ვერ მიაღწიეს საქართველოს ომში ჩართვას, სამი სხვადასხვა რუსოფობიული კამპანია ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2022 წელს. პირველი კამპანია დაიწყეს ომის დაწყებისთანავე, მეორე კამპანია დაიწყეს მაშინ, როდესაც პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია და მესამე კამპანია დაიწყეს 2022 წლის ტურისტიული სეზონის დროს დ აყოველ ჯერზე ამას ააქტიურებდნენ. მიზანი პროვოკაციების მოწყობაა. ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას.


ჩვენ ამ კამპანიებს ეფექტურად დავუპირისპირდით და ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ტურიზმის შენარჩუნება. კრუიზი რომ შემოვიდა ბათუმში და ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, ვერაფრით ვერ ახსენით, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და ლარსიდან, ხმელეთით შემოსულ ტურისტს შორის. ვერ ახსენით, მაგრამ კამპანია გააჩაღეთ", - განაცხადა პრემიერმა.