გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მასუდ ფეზეშკიანი: ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია

10-08-2026

ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ომის პერიოდში. მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე განახლდა ირანის ბანკისა და საელჩოს მუშაობა.


„ომის დროს ისინი მნიშვნელოვნად დაგვეხმარნენ სხვადასხვა მარშრუტით - როგორც რუსეთიდან მოწოდებით, ასევე საკუთარი მარაგებით. ისინი გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა. ერაყზეც იგივე შეიძლება ითქვას“, - განაცხადა ფეზეშკიანმა.