გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში, კოლხეთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო

10-08-2026

კასპში, კოლხეთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.


მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ორფენიანი ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგო ქუჩაზე, მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე.


ჩატარებულმა სამუშაომ, კოლხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს კეთილმოწყობილი ქუჩით გადაადგილების შესაძლებლობა მისცა. ანალოგიური სამუშაოები ხორციელდება  ბახტაძის და რუსთაველის ქუჩებზეც. მალე აღნიშნული  ქუჩების მაცხოვრებლებიც შეძლებენ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


სამივე ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.