გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წალკაში ნედლი რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

11-08-2026

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. -ის (მისამართი: წალკა, სოფელი ახალშენი) კუთვნილი რძის გადამმუშავებელი საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების და ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ამასთან, ბიზნესოპერატორი სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.