გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პრემიერი: რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს

12-08-2026

რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ, იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდნენ საქართველოში რუსულ ფულს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები და პარტიული ტელევიზიები.


„2008 წლიდან, წლების განმავლობაში, ამ პოლიტიკური ძალის, უცხოური აგენტურის წარმომადგენლები გამოდიოდნენ დადებითი განცხადებებით რუს ტურისტებთან, ბიზნესთან, ფულთან, რუსულ ფულთან დაკავშირებით და დღეს, 2022 წლის შემდეგ, ასეთი აღქმა მაქვს მეც პირადად, რომ საქართველოს ოკუპაცია, ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა თურმე სინამდვილეში უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. აი, ასეთ რაღაცას გაჩვენებენ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განხორციელდა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. ასეთი აბსურდია და ამაზე რა პასუხი უნდა გაგცენ?


2009 წელს, 2010 წელს, 2011 წელს რომ შენ ყვავილებით ხვდებოდი რუს ტურისტებს და ხოშტარია რომ იყავი და რომ ხარ მშვილდაძე და ზურა ჯაფარიძე და რომ გამოდიოდი, მიესალმებოდი რუსულ ფულს, რუსულ კაპიტალს, რუს ტურისტს და დღეს რომ გამოდიხარ და კონცერტებს რომ აწყობ, აქციებს ქორწილებთან. რუსებს ჰქონდათ ქორწილი საქართველოში და ხოშტარია, რომელიც 2009 წელს, თუ 2011 წელს მიესალმებოდა რუს ტურისტებს, აქციას აწყობდა ქორწილთან, რუსების ქორწილთან. სამარცხვინოა. მერე გახსოვთ პარტიული ტელევიზიების მიერ გაშუქებული კამპანიები საკრუიზო გემთან. ჩამოდიოდნენ გემით ტურისტები, თან ყველამ იცოდა, რომ ტურისტები შემოდიან რუსეთიდან საქართველოში, შემოდიან ლარსიდან, შემოდიან თბილისის აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან და დახვდნენ საკრუიზო გემს. მარტივი კითხვა დავსვით, რა განსხვავება იყო ლარსიდან თუ აეროპორტიდან შემოსულ ტურისტსა და საკრუიზო გემით შემოსულ ტურისტს შორის? ვერავინ ახსნა. მაგრამ მოაწყვეს სამარცხვინო აქცია საკრუიზო გემით შემოსული ტურისტებისთვის. ვერავინ ვერ ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ ტურისტსა და თვითმფრინავით ან მანქანით შემოსულ ტურისტს შორის. მოაწყვეს ეს აქცია, გააჩაღეს რუსოფობიური კამპანია და ამაში ჩართეს მთელი პარტიული აქტივი, ეგრეთ წოდებული NGO-ები, ამაში ჩართეს პარტიული ტელევიზიები. ანუ რუსოფობიური კამპანიის გაჩაღების არაერთი მცდელობა ჰქონდათ 2022 წლის შემდეგ. იგივე ადამიანები იყვნენ ამაში ჩართული, ვინც 2009-2010-2011 წლებში მიესალმებოდა საქართველოში რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ასდიოდა და მერე აუვიდა ეტყობა სუნი რუსულ ფულს და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს. ამაზე ხომ პასუხი არ არსებობს. მარტივი ფაქტებით ვლაპარაკობთ, ბუნებრივია პასუხი ამაზე არ აქვთ, შესაბამისად დუმს სააკაშვილი, დუმან NGO-ები, დუმან პარტიული ტელევიზიები. ბარამიძის განცხადებაზე ვერცერთმა პარტიულმა ტელევიზიამ ვერ გაბედა ხმის ამოღება. ეს ხომ მათ სახეს აჩვენებს. ეს არის ჩვეულებრივი არაკრიტიკული მედია, არაკრიტიკული ტელევიზიები, ერთი განცხადება ვერ გავაკეთებინეთ, ერთი სიუჟეტი ვერ გააკეთეს, ვერ გაბედეს. რატომ? იმიტომ რომ მათი პარტიული აქტივია ბარამიძე, შესაბამისად ვერ ჰკადრეს ვერცერთი სიუჟეტის გაკეთება ამ სამარცხვინო განცხადებაზე,"- აღნიშნა პრემიერმა.