გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება

14-08-2026

„სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მინიჭებული აქვს მანდატი, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით გამოიყენოს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმები, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციების გაცემას და მათი საჩივრების განხილვას" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.


როგორც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ზედამხედველობითი უფლებამოსილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგსა და ინსპექტირებას უკავშირდება.


„იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის გადაწყვეტილება მგზავრებისთვის არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ან დადგენილ ვადებში არ მიეწოდებათ შესაბამისი დასაბუთება, მათ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში გასაჩივრების უფლება აქვთ. სააგენტო განიხილავს მგზავრების საჩივრებს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო გამოსასწორებელი ღონისძიებები, ასევე, თუ დარღვევა უმნიშვნელოა, გასცეს რეკომენდაციები და გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები", - აღნიშნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი" დამტკიცდა. აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.