გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

21-08-2026

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მმართველობაში არსებული მარნეულის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ლაბორატორიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, არსებული ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პროცესების განვითარებაზე. ლევან ჯღარკავამ მარნეულის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან ერთად დეტალურად განიხილა არსებული საჭიროებები და ის მიმართულებები, რომლებიც ლაბორატორიის შესაძლებლობების გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


„რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება ხელს შეუწყობს ფერმერებისთვის, მეწარმეებისა და სხვა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, დროული და ხელმისაწვდომი ლაბორატორიული მომსახურების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიას აერთიანებს და მომხმარებლებს 500-მდე სახის კვლევას სთავაზობს. ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება კვლევის თანამედროვე მეთოდები, ფართოვდება კვლევითი შესაძლებლობები და უმჯობესდება მომსახურების ხარისხი.