გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ აღაიანში, ქართულ ჭიდაობაში გმირი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა

24-08-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში გაიმართა ცნობილი ქართველი მოჭიდავისა და გმირი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.


ტურნირში მონაწილეობა ორი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.


ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა,  თავად კი სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიღუპა.


ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტსმენები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.