გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

25-08-2026

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ა. გ.-ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი მუღანლო) კუთვნილი სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ მეწარმე ცხოველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა. ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა საქმიანობას.


გამოვლენილი დარღვევებისთვის ბიზნესოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.