გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

26-08-2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.


სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული მილსადენები ახალი მილებით ჩანაცვლდა და მოეწყო ჰიდრანტები - სარწყავი წყლის მისაღები სპეციალური მოწყობილობები.


განახლებული ინფრასტრუქტურა ფერმერებს სარწყავი წყლის საიმედო და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში შეუწყობს ხელს.