გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

26-08-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმეების, მ. ე.-ს და მ. ს.-ს ( მისამართი: სამტრედია, სააკაძის N 6) კუთვნილი ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.


დარღვევებისთვის ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.