გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში

27-08-2026

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.


როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.