გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

27-08-2026

აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას.


სახელმწიფოს მხარდაჭერა ხელს უწყობს საქართველოში იმ პროდუქციის წარმოების ზრდას, რომლის ადგილობრივად მიღებაც შესაძლებელია. თუმცა, თევზის ბაზარზე იმპორტის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან საქართველოში მოხმარებული თევზის მნიშვნელოვანი ნაწილი საოკეანო წარმოშობისაა.


მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში გაყინული თევზის იმპორტმა 11.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ 37.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.


ამასთან, მიმდინარე წელს გაიზარდა ატლანტიკური ორაგულისებრი თევზის იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია შედარებით მაღალი ღირებულების სეგმენტს მიეკუთვნება და მისი წილის ზრდა მთლიან იმპორტში საშუალო საიმპორტო ფასზეც აისახება.


საქართველოს თევზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებთან. შესაბამისად, თევზის ფასებზე გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკა, ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებელ ქვეყნებში არსებული ვითარება და კონკრეტული სახეობების საერთაშორისო ფასები.