გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

27-08-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ.) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.


სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი, შემდგომი რეალიზაციისთვის, ყველს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად , ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები (ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა) და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის (ეტიკეტირების) დარღვევა.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.