გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ თეზში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი შენდება

29-08-2026

კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეზში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მოედანზე ასფატ/ბეტონის საფარი იგება.


პროქტის ფარგლებში მოეწყობა საკალათბურთო ფარი, ფეხბურთის კარი, დამონტაჟდება გარე განათება და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი.


მიმდინარე სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მათთვის უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“ - აღნიშნა ვახრტანგ მაისურაძემ.