გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში სავარაუდოდ გრიპის ვირუსით ქალი გარდაიცვალა

3-01-2019

გორში 39 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკა "გორმედში" გუშინ, 2 იანვარს, სუნთქვის უკმარისობითა და ცხელებით შეიყვანეს.


ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, რის გამოც ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) ამას ექსპერტიზა დაადგენს.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი 1000 ათას მოსახლეზე 221 ადამიანი იყო.



imedinews.ge