გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ სიჭინავა: 7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, სადაც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება

1-09-2026

„7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება" - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი, ზურაბ სიჭინავა. მისივე თქმით, ამ ფორუმზე განიხილება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც შავ ზღვაში მიმდინარეობს.


„მთავარი აქცენტი გაკეთდება ანაკლიაზე და ჩვენ ამ პრეზენტაციის საშუალებით მოგვეცემა შესაძლებლობა, ავუხსნათ ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, თუ როგორი იქნება ანაკლიის პორტი, რა შესაძლებლობები ექნება და როგორ განვითარდება. დეტალური გეგმა-გრაფიკის შესახებ მოვამზადებთ პრეზენტაციას, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ანაკლიის როლის წარმოჩენისთვის საერთაშორისო საზღვაო რუკაზე" - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.