გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

5-09-2026

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით.


მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.


ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი.


მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.