გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი

7-09-2026

„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გახსნა.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.


„სწორედ ამ გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.


ამ შესაძლებლობას თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკით ვპასუხობთ. ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას", - განაცხადა მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრის თქმით, ამ ხედვის შესაბამისად, ხელისუფლება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.