გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

7-09-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „მედალფას ჰოსპიტალური ქსელის“ ორგანიზებით,  კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის  მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა.


აქციის  ფარგლებში,  სოფლის ამბულატორიაში პაციენტებს კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს კარდიოლოგებმა: ხათუნა ბერინაშვილმა და აიშა მამედოვამ, ოფთალმოქირურგმა ბესო ჭელიძე და ოფთალმოლოგმა ნანა ბესტავშვილმა, ორთოპედ - ტრავმატოლოგმა  გია მიქელაძემ და  ქირურგმა, კლინიკის მენეჯერმა  მამუკა კორინთელმა.  


აქციაში პირადად მონაწილეობდა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ჰოსპიტალური ქსელის მეფალფას“ კასპის კლინიკის დირექტორი ნოდარ მახარაძე.


 აქციის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  გაეცნენ.


 მუნიციპალიტეტის მერია, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის   „მედალფას ჰოსპიტალური ქსელის“ ხელმძღვანელობას.