გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური

7-09-2026

ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, თუმცა მსგავსი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება.


„მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე. ვერც ერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება.


აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს, არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ა.შ. ადამიანზეა საუბარი, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. კაცი გარდაცვლილია და უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური ამ ყველაფერზე საუბარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.