გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი ოპოზიციაზე: მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ, ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც აქამდე ფორმალურად ერქვა ოპოზიცია

7-09-2026

იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.


მისივე თქმით, აქამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა კი უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ.


„მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად აქამდე ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა,"- განაცხადა პრემიერმა.