გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს

9-09-2026

რთველი 2026-ის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის საკოორდინაციო შტაბსა და ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს.


ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვის ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს რთველის საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა სამუშაოსთვის საჭირო სპეციალური ტრენინგები ჩაუტარეს.


დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილი ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილებას გასული წლების რთველის პერიოდიდან უკვე ფლობს.


ოპერატორები რთველის აღრიცხვის პროგრამაში ყურძნის ჩაბარების შესახებ მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას უზრუნველყოფენ. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მოქმედებს და ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრულყოფილი და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია რთველის პროცესის ეფექტიანი მართვისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.


2026 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათას ტონას შეადგენს.