9-09-2026
„სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კონკრეტულ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ ღვინის მწარმოებელი გაურბის სერტიფიცირების პროცესს, ეს შეიძლება ბადებს კითხვებს მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, სწორედ ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვაა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ.
საქართველოს მეღვინეობის დარგის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, სერტიფიცირების გარკვეული მომსახურება საფასურისგან გათავისუფლებული იყო, თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია - საქართველოში 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელია დარეგისტრირებული, ქართული ღვინო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იყიდება, ხოლო წლიური ექსპორტი საშუალოდ 100 მლნ ლიტრს აღწევს, შესაბამისად, დარგის განვითარების ამ ეტაპზე სერთიფიცირების მომსახურების სრულად უფასოდ შენარჩუნების საჭიროება აღარ დგას.