გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას

9-09-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურერ არისთან ერთად იმერეთის რეგიონში მცხოვრებ  ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკ გადასცა.


ვეტერან ფერმერებს 20 ერთეული ხელის ტრაქტორი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.


დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს და TİKA-ს ვეტერანი ფერმერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.


„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვეტერანი ფერმერების ღვაწლი და მათ მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახური ჩვენი ხელისუფლებისთვის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას”, -  აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემ ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის პარტნიორობა 2017 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, თურქული მხარის ხელშეწყობით, ვეტერანებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.