გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ძალიან დიდი ინტერესია გამოხატული ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში ჩართული პარტნიორი ქვეყნებიდან - მარიამ ქვრივიშვილი

11-09-2026

საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.


„ ჩვენი ქვეყნისთვის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამ სექტორების განვითარებაში სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს დებს და სწორედ ამ მთელი კონტექსტის გარშემო, ალბათ, განვითარდა მთელი საზღვაო ფორუმი. საზღვაო-სატრანსპორტო მიმართულებას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. ვნახეთ, რომ ფაქტობრივად კერძო სექტორს, ისევე როგორც სახელმწიფოს, ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ორმხრივი შეხვედრები, მოლაპარაკებები ადგილობრივ, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას.


მისივე თქმით, ფორუმზე დიდი ყურადღება დაეთმო ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს, ასევე საზღვაო სექტორში პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებას.


„ყველა შეხვედრაზე საუბარი იწყებოდა და სრულდებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. ძალიან დიდი ინტერესია გამოხატული ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში ჩართული ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. მეორეს მხრივ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი გვესაუბრა და უფრო მეტი დაგვეგეგმა უშუალოდ საზღვაო სექტორში პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს მეზღვაურთა პროფესიის განვითარების ხელშეწყობა და მათი ხელშეწყობა შემდგომში უკვე დასაქმების თვალსაზრისით. საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროფესიის განვითარებას და უკვე ამ პროფესიაში ჩართული ადამიანების შემდგომში ადგილობრივად დასაქმებას და არა მხოლოდ", - განაცხადა მინისტრმა.