გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

11-09-2026

სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ.


კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, წყლის მიწოდების საკითხები და წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე.


„სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის „საქართველოს მელიორაცია“ ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება წყლის მიწოდების პროცესს და ფერმერებისგან მიღებულ ინფორმაციაზე ოპერატიულად რეაგირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე ვიცოდეთ, რა საჭიროებები აქვთ წყალმომხმარებლებს და რა მიმართულებით არის საჭირო გაუმჯობესება. ამასთან, ფერმერებს ვუზიარებთ ინფორმაციას თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების, მათ შორის წვეთოვანი მორწყვის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც წყლის რესურსის ეფექტიან გამოყენებასთან ერთად მოსავლიანობის გაზრდასაც უწყობს ხელს“, - განაცხადა მამელი ქობალიამ.


ფერმერებთან შეხვედრების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცი“ ადგილზე იღებს ინფორმაციას სარწყავი სეზონის მიმდინარეობის შესახებ, აფასებს ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და წყალმომხმარებლების საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება.