გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისკენ

11-09-2026

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას.


არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ.


ამ ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინტენსიური ბაღების ფართობების ზრდაა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.


ამასთან, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხელს უწყობდა დაბალპროდუქტიული და გადაბერებული ბაღების შენარჩუნებას, აფერხებდა ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აგრონომიული პრაქტიკის დანერგვას და ზრდიდა დაავადებების გავრცელების რისკს.


სწორედ ამიტომ, 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე ბაღების გაშენების მიმართულებით აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენებისთვის ფერმერის მიერ გაწეული ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პირველადი წარმოების პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობას, რაც ვაშლის სექტორსაც მოიცავს.


სუბსიდირების დასრულება არ ნიშნავს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შეწყვეტას. 2026 წლის 1 სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან, არასტანდარტული ვაშლი მიიღონ და გადაამუშაონ. ჩასაბარებელი ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება.