გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: საინჟინრო კუთხით ანაკლია შავი ზღვის უმსხვილეს კონსტანცას პორტსაც აჯობებს

13-09-2026

მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - ამის შესახებ ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, სამუშაოები გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდება Jan De Nul-ის დამატებით ტექნიკასაც ჩართავს საქმეში. 

„ჩვენი ფლოტის საუკეთესო გემებია საქმეში ჩართული და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დავამატებთ“, - აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.


მისივე განმარტებით, ორივე გემი -  Al-Idrisi და Tristao Da Cunha - დღე-ღამეში 70 ათას კუბ/მ ქვიშას ტუმბავს.


„დაღრმავებას წლის ბოლომდე მოვრჩებით. ამინდი ვერ შეგვაფერხებს, ამ გემებს 3 მეტრიან ტალღებშიც შეუძლიათ მუშაობა. უკრაინასა და ირანში ომის შედეგად შუა დერეფნის კონკურენტი ჩრდილო და სამხრეთის მარშრუტები ჩახერგილია. ხოლო ანაკლიის პორტი შუა დერეფნის გამტარობას ახალ ბიძგს მისცემს. ის ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შემოსული ყველაზე მსხვილი გემების მიღებას შეძლებს. საინჟინრო კუთხით ანაკლია შავი ზღვის უმსხვილეს კონსტანცას პორტსაც აჯობებს“, - განაცხადა ერიკ ბეიტსმა. 


კომპანია Jan De Nul-ის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა, ერიკ ბეიტსმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული დერეფანი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია.


„ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება“, - განაცხადა ერიკ ბეიტსმა.