გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14-09-2026

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისის განახლება.


თიბისის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ბიზნეს ინტერნეტბანკში, რამდენიმე წუთში, სრულიად ციფრულად გააქტიურონ ინტეგრაციის სერვისი და საკუთარი ანგარიშები ბუღალტრული პროგრამებიდან უფრო მარტივად და ეფექტურად მართონ. ამასთანავე, მომხმარებლები, 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ აღნიშნული სერვისით, თუ მას 2026 წლის ბოლომდე გააქტიურებენ ან განაახლებენ.


თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში, ინტეგრაცია შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო საბუღალტრო (Balance.ge, FINA და ა.შ) ისე - კომპანიის კუთვნილ, ინდივიდუალურ პროგრამებზე. ასევე, მომხმარებლებს, უკვე ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე, შეუძლიათ  პროგრამაში ცვლილებების დამატება, მონაცემების რედაქტირება, კორექტირება, წაშლა და სხვა ქმედებების განხორციელება.


სიახლე კომპანიისთვის ფინანსების მართვის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანამშრომლების დროს.

ბიზნესის ინტერნეტბანკში ინტეგრაციის სერვისით შესაძლებელია:

  • ამონაწერის ინტეგრაცია;
  • ნაშთების შემოწმება;
  • გადარიცხვები საკუთარ და სხვის ანგარიშებზე;
  • საბიუჯეტო გადახდები;
  • ჯგუფური და სავალუტო გადარიცხვები.

„ჩვენი მისიაა ადამიანების და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც თიბისიში ვნერგავთ. განახლებული ინტეგრაციის სერვისი ავტომატურად ახდენს ბიზნეს ინტერნეტბანკისა და საბუღალტრო პროგრამის სინქრონიზაციას და თანამშრომლებს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს. ამასთანავე, პროცესების ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური და მექანიკური შეცდომების რისკს, რაც ფინანსების მართვას უფრო მარტივს, სწრაფსა და ეფექტურს ხდის”, - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:  ინტეგრაციის სერვისი