გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე: როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება

14-09-2026

თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საპროცესო გარიგება არ ნიშნავს ბრალის შემცირებას.


„საპროცესო გარიგების ბუნება ასეთია - როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. ბრალი არის ბრალი. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, არამედ სასჯელის შემცირებისთვის და ეს არის ზუსტად საპროცესო გარიგების ბუნება,"- აღნიშნა პრემიერმა.