გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

15-09-2026

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესს სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სავალდებულო ჰიგიენური მოთხოვნები და შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საწარმოებში ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობასა და სურსათის უვნებლობისთვის შესაძლო საფრთხეების მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობაზე ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის წარმოებამდე. ასევე, განიხილეს შეფუთვისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეტიკეტირების წესების საკითხები.


„პურთან დაკავშირებით მომხმარებლის გახშირებული მომართვიანობის ფონზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შეხვედრებს პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან. სააგენტოს მიზანი არ არის სადამსჯელო სანქციები. ჩვენთვის უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული და ბიზნესმა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება. ვიმედოვნებ, ურთიერთთანამშრომლობით მივაღწევთ იმ შედეგს, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უვნებელი სურსათით", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.


სურსათის ეროვნული სააგენტო პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში განაგრძობს.