გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარს ,,ქენთ სთოფ" საწარმოო პროცესი შეუჩერა

15-09-2026

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე-ბარი -,,ქენთ სთოფ" და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.


ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


ობიექტი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.