გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

18-09-2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მონიტორინგი განახორციელა და ინფრასტრუქტურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეაფასა. ამასთან, ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, როგორც პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, აქტიურად გრძელდება სურსათის წარმოების სრული ჯაჭვის კონტროლი — სურსათის მიღების, შენახვისა და დამუშავების ეტაპებიდან მზა პროდუქტის გაცემამდე.