გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026“-ში მიიღო მონაწილეობა

20-09-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღის“ ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მიმართულებით შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები და საინფორმაციო მასალები წარმოადგინა.


სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საგანმანათლებლო რესურსებს, მიეღოთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ და დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი სასწავლო მასალები.


„ფერმერის დღე 2026“ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული აგროსასურსათო პროდუქცია და სამინისტროს უწყებების სერვისები, ასევე გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და გასართობი აქტივობა.