გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს

20-09-2026

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა.


„სასწავლო შეკრების ფარგლებში, სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და კომბინირებული დავალება შეასრულეს. სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დრონების ოპერატორების მომზადება დადებითად შეფასდა.


გეგმური სამხედრო სწავლებები სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.