გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პრემიერი: ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ

7-01-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.


მთავრობის მეთაური სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.


სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ პრემიერმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა.


"მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთეებით ვულოცავ ჩვენს ემიგრანტებს. დღეს, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. შობის დღესასწაული იმედის, სიყვარულის, სათნოების სიმბოლოა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.