გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილეები: ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

24-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანიის JD.com - ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. კერძოდ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკუთარი პროდუქცია JD.com - ის სავაჭრო პლატფორმის სხვადასხვა პრემიუმ ჩამონათვალში განათავსონ.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მომზადდება სამოქმედო გეგმა სავაჭრო პლატფორმაზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.


JD.COM-ის ძირითადი მიმართულებებია ონლაინ-ვაჭრობა, ლოგისტიკა და მიწოდების ქსელი, ინდუსტრიული მომსახურება და სხვ.


შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.