გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ

24-09-2026

ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვისა და მოთხოვნების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს. პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისათვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ცხოველთა დამცველებთან და შესაბამისი პროფესიის  წარმომადგენლებთან.


იმისათვის, რომ ვეტერინარულმა დაწესებულებებმა შეფერხების გარეშე შეძლონ არაიდენტიფიცირებული მიუსაფარი (უპატრონო) და მიკედლებული ცხოველების მომსახურება, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, 2027 წლის 1 იანვრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს არ გამოიყენებს.


სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა შესაძლებლობას მისცემს დარგის წარმომადგენლებს, ეტაპობრივად მოიყვანონ საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.


აღნიშნული საკითხის საბოლოო დარეგულირებისა და სისტემის სრულყოფის მიზნით, ცხოველთა დამცველებთან და ვეტერინარული სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციები და ერთობლივი მუშაობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.