გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

26-09-2026

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა. საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 


ორი კვირის განმავლობაში კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.


სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა.


ღონისძიებას თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ოფიციალური პირები დაესწრნენ.


კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.


სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.